Monday, July 25, 2011

საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან...


  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, გაჩერებაზე თავისთვის  მდგომი ადამიანი შეიძლება მანქანამ გაიტანოს და მძღოლმა ამაში გაჩერებაზე მდგომი ადამიანი დაადანაშაულოს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, ავტობუსის ერთი ბილეთით შეიძლება ოთხმა კაცმა იმგზავროს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, (დაჟე  გუატემალაშიც კი) შეიძება გცემონ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ "კაი ბიჭის" დაიკოს ეცეკვე;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ ბანანის ისეთ გამყიდველს, რომელსაც ბანანი არასდროს უჭამია;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანს, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება  ისეთი ადამიანი გეწუწუნოთ უფულობაზე, რომელსაც 200 დოლარიანი ტყავის ქურთუკი აცვია;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ადამიანს შეიძლება ჰყავდეს "სლს"–ს მარკის მერსედესის ავტომობილი, მაგრამ არ ჰქონდეს საწვავის ფული და ამ მანქანას "გარაჟში" ალპობდეს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს  Nokia Kinetic–ის მობილური ტელეფონი, რომელიც დავალიანების გამო ორმხრივადაა გათიშული;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც
  •  მზის სათვალეს ატარებს ( ღამით );
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან  შეიძლება მოხდეს ის, რომ   სტუდენტმა „დაბადების ადგილი“–ს   გრაფაში „სამშობიარო“ დაწეროს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან  შეიძლება მოხდეს ის, რომ   „პროფილი“ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ჩაითვალოს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან   ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თსუ–ს   წითელი დიპლომი პოლიტოლოგიაში და არ იცოდეს, როდის დაინგრა „ბერლინის კედელი“
     

No comments:

Post a Comment