Friday, July 22, 2011

გამარჯობა (თ)

 მოგესალმებათ "შამუგიასბლოგი" მე ვარ მისი შემქმნელი ვახო შამუგია. ვარ 19–20 წლის, ვსწავლობ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ვეუფლები ჟურნალისტის პროფესიას. ვიცი, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ არაუშავს... დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ !
    ნუ პირადად მე რაც შემეხება, ვარ ტიპიური მოზარდი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.  ყველაზე დიდ სიამოვნებას მეგობრებთან ერთად ყოფნა მანიჭებს. ხშირად დავდივართ ლაშქრობებზე, ექსკურსიებზე, ან უბრალოდ ვიკრიბებით ხოლმე სადმე. ის წუთები ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მაქვს ჩემი ჰობი, ეს არის ავტომოდელიზმი. მაქვს ათობით საკოლექციო ავტომობილი, რომელთაც შვილებივით ვუვლი. ხო, კიიდო, ვმუშაობ და ხანდახან სტატიებს ვწერ. ხან სად და  ხანაც სად, ხან რაზე და ხანაც რაზე.
    ერთი სიტყვით, საინტერესო ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა და არც ხდება.  თუ მოხდება ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ ;)




      ხო, ეს კიდე იმისთვის, რომ უკეთ გამიცნოთ, ჩემი ევოლუციის  ეტაპები...





                                                                1.8 წლის

5 წლის
18 წლის




No comments:

Post a Comment