"რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია"–ო ცივად და სასხვათაშორისოდ მოგვახალეს "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიისა" და "იმედის" მაყურებლებს. ნუ ეს რა თქმა უნდა "დიიიდი დოი"–ს მიერ დადგმული "შედევრის" ანუ "ქეთო და კოტეს" რემიქსის (როდის იყო რემიქსი რომ შედევრობდა, მაგრამ რახან მიშამ თქვა ესეა და მორჩა !) რამოდენიმეწუთიანი მიმოხილვის შემდეგ გვაცნობეს. ჩარეცხეს რობიკო, გაისტუმრეს "ისტორიის სანაგვეზე" და მიზეზიც შესაბამისი მოუძებნეს, "შოვინისტი ხარ, ეროვნებათ შორის შუღლს აღვივებო" (კიდევ კარგი მელოტი არაა მაინცდამაინც, თორე სკინჰედობასაც აკიდებდნენ ალბათ). კი ბატონო, მართალია, არ შეიძლება არც ერთი ეთნოსის აუგად მოხსენება, ამაზრზენი და გულის ამრევია ეს, მაგრამ ხომ შეეძლოთ (მეტიც ვალდებულებიც იყვნენ) საჯაროდ ბოდიშის მოეხდევინებინათ და პლიუს ეიძულებინათ ის, რომ საკუთარი გამონათქვამის შინაარსი განემარტებინა საზოგადოებისათვის. მაგრამ მოდით განვსაჯოთ, რითი შეურაცხყო მან სომეხი ერი?! რა თქვა ასეთი?! მიშაზე თქვა "სომეხია და რა ქნას"–ო . კონტექსტი კი დაახლოვებით ასეთი იყო, რახან სომეხია, საკუთარი ერის ბედი არ აღელვებსო. ამ ფრაზის გამო იმ ადამიანის გაშვება, ინგლისელებს "მეფე ლირის" დადგმა რომ ასწავლა, ჩვენი ისედაც აღარაფრით გამორჩეული და ვარსკვლავებდაცვენილი თეატრიდან, რბილად რომ ვთქვათ მიზანშეუწონელია. მაგრამ
რათ გვინდა წითელი რობიკო, აგერ არა გვყავს დ ო ი ...
მესმის და ძალიან კარგიც არის როდესაც საზოგადოებას შოვინისტურ–ნაციონალისტურ გამონახტომებზე ადეკვატური რეაქცია აქვს. "არ დავაფინანსებთ შოვინისტებს"–ო და "ყველანაირად შევზღუდავთ"–ო. მაშინ რატომ არის, რომ ზურა დოიჯაშვილსა და ლექს – სენს (ისე ნამეტანი სირცხვილი კია ამ ორის ხსენება რომ მიწევს სტურუასთან, ნუ ნიჭისა და მიღწევების პონტში) რომლებმაც თავ–თავიანთ მუსიკალურ "შედევრებში", (რუსთავი2 დილა–საღამოს რომ ატრიალებდა ეთერში) რუსებს ცოცხალ – მკვდარი და კეთილ–მოყვარე რომ უგინეს, არაფერი ავნეს, პირიქით, წაახალისეს კიდეც მგონი.
ანუ რა ხდება, სომეხის გინება არ შეიძლება, რუსის კი ?! რუსებიც ხომ არიან ჩვენი თანამოქალაქეები?! თუ სომეხ თანამოქალაქეს უნდა ვცე პატივი, რატო არ უნდა ვცე პატივი ჩემს რუს თანამოქალაქეს?! და ბოლოს ერთი კითხვა მაქვს, ასეთივე რეაქცია ექნებოდათ ჩვენს ლიბერალ "ნაც–ელიტას", სტურუას რუსები რომ მოეხსენიებინა ბევრად ცუდ კონტექსტში ?!
ეს ჩემი მოკლე ნააზრევიც უბრალოდ იმიტომ დავწერე რომ ორმაგ სტანდარტებსა და "ფსევდოს" ვერ ვიტან ვერაფერს, ვერც ლიბერალობას, ვერც ტოლერანტობას და ვერც რელიგიურობას, გულწრფელი ხალხი მიყვარს მე !
ხო, თვალსაჩინოებისათვის ვდებ ამ 2 ვიდეოს და განსაჯეთ ვინ უფრი შესცოდა ტოლერანტობის იდეის წინაშე რობიკომ ფრაზით "სომეხია და რა ქნას"–ო თუ ამ ორმა.

დოიჯაშვილი "პროდაქშენ"
ლექს–სენი "პროდაქშენ"
No comments:
Post a Comment