Monday, July 25, 2011

საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან...


  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, გაჩერებაზე თავისთვის  მდგომი ადამიანი შეიძლება მანქანამ გაიტანოს და მძღოლმა ამაში გაჩერებაზე მდგომი ადამიანი დაადანაშაულოს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, ავტობუსის ერთი ბილეთით შეიძლება ოთხმა კაცმა იმგზავროს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან, (დაჟე  გუატემალაშიც კი) შეიძება გცემონ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ "კაი ბიჭის" დაიკოს ეცეკვე;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ ბანანის ისეთ გამყიდველს, რომელსაც ბანანი არასდროს უჭამია;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანს, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება  ისეთი ადამიანი გეწუწუნოთ უფულობაზე, რომელსაც 200 დოლარიანი ტყავის ქურთუკი აცვია;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ადამიანს შეიძლება ჰყავდეს "სლს"–ს მარკის მერსედესის ავტომობილი, მაგრამ არ ჰქონდეს საწვავის ფული და ამ მანქანას "გარაჟში" ალპობდეს;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს  Nokia Kinetic–ის მობილური ტელეფონი, რომელიც დავალიანების გამო ორმხრივადაა გათიშული;
  • საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც

Saturday, July 23, 2011


ჩაკ ნორისი

• ჩაკ ნორისი სარკეში რომ იყურება არაფერი სჩანს, იმიტომ რო არ შეიძლება დედამიწაზე   2 ჩაკნორისი არსებობდეს!
• ჩაკ ნორისს მამა არა ჰყავს, იმიტომ რომ ჩაკის დედას ვერავინ მოტყნავს!
• მხოლოდ და მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია  ის, რომ სასტუმროს ბზრიალა კარი მიიჯახუნოს!
 ჩაკ ნორისმა იცით რამდენი აჯიმანია გააკეთა? ყ ვ ე ლ ა !
• გლობალური დათბობის მეცნიერული ვერსიისა გჯერათ? ტრუხაა, უბრალოდ ჩაკ    ნორისს შესცივდა და მზე მოაჩოჩა.
• ამერიკაში 1 აპრილი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩაკ ნორისს ვერავინ მოატყუებს!
• ჩაკ ნორისმა ორჯერ დაითვალა უსასრულობამდე!
• მარტო ჩაკ ნორისს შეუძლია ის, რომ ცალი ხელით დაუკრას ტაში!
• ხალხი ურეკავს 022, 022 კი–ჩაკ ნორისს !
• და საერთოდ ჩაკ ნორისი უკვე ორი წლის მკვდარია, უბრალოდ მიქაელ გაბრიელი თქმას ვერ უბედავს..

                                  

Friday, July 22, 2011

გამარჯობა (თ)

 მოგესალმებათ "შამუგიასბლოგი" მე ვარ მისი შემქმნელი ვახო შამუგია. ვარ 19–20 წლის, ვსწავლობ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ვეუფლები ჟურნალისტის პროფესიას. ვიცი, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ არაუშავს... დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ !
    ნუ პირადად მე რაც შემეხება, ვარ ტიპიური მოზარდი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.  ყველაზე დიდ სიამოვნებას მეგობრებთან ერთად ყოფნა მანიჭებს. ხშირად დავდივართ ლაშქრობებზე, ექსკურსიებზე, ან უბრალოდ ვიკრიბებით ხოლმე სადმე. ის წუთები ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მაქვს ჩემი ჰობი, ეს არის ავტომოდელიზმი. მაქვს ათობით საკოლექციო ავტომობილი, რომელთაც შვილებივით ვუვლი. ხო, კიიდო, ვმუშაობ და ხანდახან სტატიებს ვწერ. ხან სად და  ხანაც სად, ხან რაზე და ხანაც რაზე.
    ერთი სიტყვით, საინტერესო ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა და არც ხდება.  თუ მოხდება ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ ;)




      ხო, ეს კიდე იმისთვის, რომ უკეთ გამიცნოთ, ჩემი ევოლუციის  ეტაპები...